May 26, 2011

სამართლიანი საზოგადოება

 მართალი ხარ, შენც მართალი ხარ და შენც თავისთავად მართალი გამოდიხარ-სჯობს ასე გააშველოთ სამი მართალი ადამიანი, რომელიც ერთ საკითხზე დაობს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ყველა მართალია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ყველა როდია?
ყველანი (და ყველა ყველა არაა) განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აქვთ საკუთარი აზრი, მაგრამ იქცევიან ერთნაირად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა (ყველა, ყველა როდია) ინდივიდუალურია, მაინც ყველა (აქაც იგივე) ექცევა, ხოლმე ერთ საზოგადოების ნაწილში, რომელსაც ბრბოს დაარქმევენ საღად მოაზროვნენი. სვანური ნასოსის პრინციპით ვმოქმედებთ ჩვენი სიმართლის დამტკიცებისას.  ქართველი ერი  ანეკდოტის გმირებივით  გამორჩეული, მართლაც უნიკალურია.
არიან პროფესპრები-არიან გაუნათლებელი ხალხი
არიან პარლამენტარები-არიან ტაქსის მძღოლები
არიან დიდები-არიან პატარები
არიან სომხებიც-არიან სუფთა ქართველებიც
არიან მართლები-არიან მართლებიც
ვინ იცის კიდევ რამდენ თაობა იმსჯელებს დღევანდელ თემებზე, მგონი ბოლო თაობა ვართ... ერთ უკიდურესობაში გადავარდნილ ადამიანს ავიწყდებოდა მეორე უკიდურესობა... არადა ერთიც და მეორეც მართალია...
მართალია გვახარიაც, მართალია ჟორჟოლიანიც, მართალია პოზიციაც, მართალია 0-პოზიციაც...
და მაინც დავფიქრდეთ, იქნებ რამე შემეშალა?  

0 Comments: