December 18, 2009

პელე


ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არის პელე. ის დაიბადა 1940 წლის 23 ოქტომბერს, ტრეშ კორაკოში, ბრაზილია. მისი პირველი ფეხბურთის ბურთი იყო გრეიფრუტი. ის ასევე ბურთად იყენებდა ძველ ნასკს , რომელსაც ავსებდა გაზეთით. პელემ სკოლა მიატოვა ადრეულ ასაკში, რათა ეთამაშა ფეხბურთი და ემუშავა ოჯახის დასახმარებლად.
პელე იყო 17 წლის, როდესაც საზოგადოებამ დაიწყო მასზე საუბარი. ეს მოხდა 1958 წელს. ბრაზილია თამაშობდა მსოფლიო თასის მოსაპოვებლად ფეხბურთში. პელეს ტრამვა ჰქონდა.

საწოლის შექმნის ისტორია


ადამიანი ძილში ატარებს ცხოვრების 1/3-ს. ჩვენ შეგვიძლია გავძლოთ საკვების გარეშე უფრო დიდ ხანს, ვიდრე ძილის გარეშე. ძილი არის მნიშვნელოვანი რამ, მაშასადამე საწოლიც მნიშვნელოვანია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი საწოლი წარმოადგენდა ფოთლების გროვას. ახლა ჩვენ გვაქვს ბევრად გაუმჯობესებული საწოლების დიდი არჩევანი. ნორმალური საწოლი გამოიყენება 15 წლის განმავლობაში, ზოგი ადამიანი კი მათ 5-ჯერ ცვლის თავიანთი ცხოვრების მანძილზე. მიუხედავად იმისა რომ ბევრნაირი საწოლი არსებობს, ადამიანები მაინც იგონებენ ახალ, გაუმჯობესებულ საწოლებს. ზოგი ადამიანი კი ეძებს საუკეთესო საწოლს.

კაცობრიობის ისტორია გვამცნობს, რომ ადამიანებს ეძინათ ტანსაცმელზე, პალმის ფოთოლზე ან ცხოველის ბეწვზე, რომლებიც მიწაზეიყო დაფენილი. ანტიკურ ეგვიპტეში,