December 18, 2009

საწოლის შექმნის ისტორია


ადამიანი ძილში ატარებს ცხოვრების 1/3-ს. ჩვენ შეგვიძლია გავძლოთ საკვების გარეშე უფრო დიდ ხანს, ვიდრე ძილის გარეშე. ძილი არის მნიშვნელოვანი რამ, მაშასადამე საწოლიც მნიშვნელოვანია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი საწოლი წარმოადგენდა ფოთლების გროვას. ახლა ჩვენ გვაქვს ბევრად გაუმჯობესებული საწოლების დიდი არჩევანი. ნორმალური საწოლი გამოიყენება 15 წლის განმავლობაში, ზოგი ადამიანი კი მათ 5-ჯერ ცვლის თავიანთი ცხოვრების მანძილზე. მიუხედავად იმისა რომ ბევრნაირი საწოლი არსებობს, ადამიანები მაინც იგონებენ ახალ, გაუმჯობესებულ საწოლებს. ზოგი ადამიანი კი ეძებს საუკეთესო საწოლს.

კაცობრიობის ისტორია გვამცნობს, რომ ადამიანებს ეძინათ ტანსაცმელზე, პალმის ფოთოლზე ან ცხოველის ბეწვზე, რომლებიც მიწაზეიყო დაფენილი. ანტიკურ ეგვიპტეში,
3 000 წლის წინათ, ფარაონები იყვნენ პირველები, რომლებმაც აამაღლეს საწოლის სიმაღლე იატაკიდან. მათ ეძინათ ხისგან დამზადებულ საწოლებზე. მათ შეეძლოთ საწოლის დაკეცვა და წაღება სხვა ადგილზე. ასეთი საწოლი არქეოლოგებმა იპოვეს ტუტანხამონის აკლდამაში. ბალიშის ნაცვლად ისინი იყენებდნენ ხის ნაჭერს, ხოლო ჩინელები კერამიკისას.
100 წლის შემდეგ, მხოლოდ მდიდარებს ჰქონდათ საშუალება ჰქონოდათ საწოლები. ღარიბებს ისევ იატაკზე ეძინათ. საწოლი გახდა სიმდიდრის სიმბოლო. რომის ერთ-ერთ იმპერატორს ჰქონდა ვერცხლის საწოლი. საწოლი ასევე წარმოადგენდა ფასეულ ნივთს. როდესაც შექსპირი გარდაიცვალა მან დაუტოვა თავისი საწოლი თავის ცოლს. ინგლისში საწოლები იყო სპეციფიკური. როდესაც მდიდარი ადამიანი მიდიოდა სტუმრად ვინმესთან, მას მიჰქონდა თავისი საწოლი. თუ ადამიანი დარჩებოდა სასტუმროში ღამით, მას თავისი საწოლი სხვისთვის უნდა დაეთმო. მაგალითად: თუ ვინმე მასზე მდიდარი მოვიდოდა სასტუმროში მენეჯერი აგდებდა ძველ კლიენტს და მის ნაცვლად მდიდარს აწვენდა საწოლში. ამის გამო ლოგინები ხშირად ბინძურდებოდა და ზოგი ადამიანი, განსაკუთრებით მდიდარი ქალბატონები ამჯობინებდა სკამზე ძილს.
1750 წლის შემდეგ საწოლი გახდა ფურნიტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ისინი მზადდებოდა ხისგან. იმ დროსათვის ლამაზი საწოლი ღირდა ახლანდელი თანხით $1 000 000. საწოლს ჰქონდა 4 ბოძი კუთხეებში, რომლებიც ფარდებით იყო მორთული. ფარდები სითბოს შესანარჩუნებლად გამოიყენებოდა, ასევე სილამაზისთვის.
საწოლები თანდათან მაღლდებოდა. დედოფალ ვიქტორიას ეძინა საწოლზე, რომელსაც 7 ერთმანეთზე დადებული მატრასი ჰქონდა. მის საწოლს კიბე ჰქონდა. 1820 წლიდან შემოვიდა მეტალის საწოლები. მეტალის საწოლები უკეთესია ჯანმრთელობისთვის ვიდრე ხის, ამიტომაც იყენებენ საავადმყოფოებში მეტალის საწოლებს.
ანტიკურ რომში ადამიანებს ეძინათ თავიანთი ყოველდღიური ტანსაცმლით. ინგლისში კი ძილის დროს ტანსაცმელს არ იცვამდნენ. ისინი იფარებდნენ ქუდს, რათა თბილად ჰქონოდათ თავი და ყურები. მოგვიანებით, 1890 წლიდან ძილის დროს მამაკაცები იყენებდნენ პიჯამოებს და ქალბატონები პერანგებს.
ადამიანებს აინტერესებდათ თუ როგორ შეენარჩუნებინათ სითბო საწოლში. ზოგი ოჯახი იძინებდა ერთად, დიდ საწოლში. ზოგი ადამიანი ძაღლს იწვენდა ლოგინში, რომ შეენარჩუნებინათ სითბო. ზოგჯერ კი ლოგინს ათბობდნენ სანამ ჩაწვებოდნენ. ისინი აცხელებდნენ ქვებს, ახვედნენ ნაჭერში და აწყობდნენ ლოგინში. მოგვიანებით კი იყენებდნენ ბოთლში ჩასხმულ ცხელ წყალს. ერთ-ერთი ინგლისელი პრემიერ მინისტრი კი ავსებდა ბოთლს ჩაით, რადგან ღამით წყურვილი აღვიძებდა.
ზოგი ადამიანი ანტიკურ აზიაში ამჯობინებდა იატაკზე ძილს. ისინი იძინებდნენ ტანსაცმელზე, დილით კი იცვამდნენ მას.
ჩვენს დროში უკვე არსებობს ყველანაირი ზომისა და ფორმის საწოლი. ჩვენ გვაქვს მრგვარი, პორტატული, წყლის, აირის საწოლები. უკვე გეძინებათ? ტკბილ ძილს გისურვებთ!

0 Comments: