December 18, 2009

პელე


ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არის პელე. ის დაიბადა 1940 წლის 23 ოქტომბერს, ტრეშ კორაკოში, ბრაზილია. მისი პირველი ფეხბურთის ბურთი იყო გრეიფრუტი. ის ასევე ბურთად იყენებდა ძველ ნასკს , რომელსაც ავსებდა გაზეთით. პელემ სკოლა მიატოვა ადრეულ ასაკში, რათა ეთამაშა ფეხბურთი და ემუშავა ოჯახის დასახმარებლად.
პელე იყო 17 წლის, როდესაც საზოგადოებამ დაიწყო მასზე საუბარი. ეს მოხდა 1958 წელს. ბრაზილია თამაშობდა მსოფლიო თასის მოსაპოვებლად ფეხბურთში. პელეს ტრამვა ჰქონდა.
მას არ შეეძლო თამაში, მაგრამ გუნდს სჭირდებოდა ის. მეორე ტაიმში პელე გავიდა მოედანზე. პელეს გატანილი გოლის საშუალებით ბრაზილიამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
პელე თამაშობდა ფეხბურთს, როგორც პროფესიონალი 22 წლის განმავლობაში. მას გატანილი აქვს 1281 გოლი-ყველაზე მეტი გოლი მსოფლიოში. ის დაეხმარა ბრაზილიას მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფეხბურთში სამჯერ. პელემ ფეხბურთის თამაში შეწყვიტა 1971 წლიდან. ყველა ეთაყვანებოდა მას. პრეზიდენტები და მსოფლიო ლიდერები ეპატიჟებოდნენ მას თავიანთ ქვეყნებში. ნიგერიამ შეწყვიტა 3 დღე ომი, რათა ენახათ პელეს თამაში. მისი ტალანტი იყო უჩვეულო. ერთხელ ექიმებმა შეამოწმეს ის, რათა გამოეკვლიათ როგორ თამაშობდა ის ფეხბურთს ასე კარგად. მათ აღმოაჩინეს, რომ პელეს ჰქონდა საუცხოო მხედველობა. ის იყო ასევე ძალიან ჭკვიანი. მას უყვარდა მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და ჭადრაკის თამაში. ის ამბობდა, რომ გონების ვარჯიში ეხმარებოდა მას, რომ ეთამაშა უკეთესად.
პელე არის დაქორწინებული და ჰყავს სამი შვილი. მას მოსწონს თავის ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. ის ასევე უკრანს გიტარაზე და წერს სიმღერებს. პელე ზრუნავს ხალხზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. ის ფულს იხდიდა, რათა დახმარებოდა გაჭირვებულ ბავშვებს. ის არასოდეს ღებულობდა მონაწილეობას თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელის რეკლამაში მონაწილეობას, მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა. მან იცის, რომ მას აქვს დიდი გავლენა ახალგაზრდებზე. ის აღიარა მსოფლიომ. მთელს მსოფლიოს უყვარს პელე და ეთაყვანებიან მას.

0 Comments: