April 9, 2010

ცნობილი ადამიანები 2020 წელს


 არ მიყვარს წინასწარმეტყველება.მაგარმ დღეს გიმკითხავებთ  რა მოხდება 2020 წელს.

February 28, 2010

ცნობილი ადამიანები ბიკინებში

 მოგეხსენებათ ზაფხული მოდის, ნუ ჯერ გაზაფხული, მაგრამ ზაფხულიც მალე მოვა. მოგვიწევს შევარჩიოთ ლამაზი ბიკინები. ზოგი ადამიანი ამ საკითხში  ცნობილ ადამიანებს ბაძავს.  აი როგორები არიან ისინი სინამვილეში. პამელათი დავიწყებ.
რჩევა: ყველას არ მიბაძოთ!

February 22, 2010

ცნობილი ადამიანების "რაღაცნაირი" ფოტოები 2

 ვაგრძელებ ადამიანების გამოაშკარავებას. ყველასათვის ცნობილი ქალბატონები და 1 საყვარელი მამაკაცი, რომელიც არც ისეთი საყვარელი აღმოჩნდა რამოდენიმე ფოტოზე. მგონი სჯობს დავიწყო ვიქტორიათი, ამ ფოტომ დამარწმუნა, რომ იდეალური არავინაა.
1. ვიქტორია ბეკჰემი

February 21, 2010

ცნობილი ადამიანების პლასტიკური ქირურგიის შედეგები

 ჰოლივუდში არსებობს ასეთი ახირება- შეინარჩუნონ ახალგაზრდობა სამარადისოდ. ეს კი შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა განვითარდა. ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს დიდ დროს ქირურგების ნემსებსა და იარაღებთან,  საოპერაციო მაგიდაზე.არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავი აარიდონ ამ ყველაფერს.არსებობს დიდი და პატარა ოპერაციები. დიდი ოპერაცია ჩაიტარა მაიკლ ჯექსონმა, ხოლო მცირე ჯესიკა სიმპსონმა. ახლა კი ადამიანებს განახებთ, რომლებსაც საოპერაიო მაგიდამ ცუდი მოგონებების გარდა (ჩემი აზრით) ცუდი გარეგნობა დაუტოვა.

1. მაიკლ ჯექსონი.


 მან ჩაიტარა შემდეგი ოპერაციები: კანის გათეთრება, ბოტოქსი, სახის კანის ლიფტინგი და ცხვირის მრავალჯერადი ოპერაცია.

February 20, 2010

ცნობილი ადამიანების "რაღაცნაირი" ფოტოები

 ამბობენ ყველა ქალი ლამაზიაო , მაგრამ ზოგი განსაკუთრებითო(მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ან გუგლში მოვძებნოთ ანჯელინა ჯოლის ფოტო). ჩემი აზრით კი არ არსებობს ქალი, რომელსაც არ აქვს ფოტო, რომელიც საშინლად არ მოსწონს. რაცარუნდა გასაკვირი იყოს ასეთი ფოტოები ანჯელინა ჯოლისაც აქვს და არა მარტო მას.


February 19, 2010

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი არის ავტორი წიგნისა "ჰარი პოტერი". მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯოან კატლინი. ის დაიბადა 1965 წელს, პატარა ქალაქში, ბრისტოლთან ახლოს, ინგლისში. ის ცხოვრობდა თავის შობლებთან და დასთან ერთად. მისი ოჯახი არ იყო მდიდარი. ის არ დადიოდა კერძო სკოლაში. ის იყო რიგითი მოსწავლე. ჯოანს უყვარდა წიგნების კითხვა და მოთხრობების წერა. მან ჩააბარა ექსიტერის უნივერსიტეტში და დაამთავრა 1987 წელს. ის მუშაობდა სხვადასხვა ოფისებში. თავისუფალ დროს  წერდა უფრო და უფრო მეტ მოთხრობებს.

February 16, 2010

ბიბლიოთეკა

 სამკითხველო- ასე ჰქვია იმ ოთახს, რომელმაც დღეს ჩემზე დიდი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს პატარა საყვარელი და ლამაზი ოთახი ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებულ ბიბლიოთეკის შენობაშია მოთავსებული. სანამ ამ ოთახში მოხვდებით მოგიწევთ გაიაროთ გრძელი ვიწრო და ჩაბნელებული დერეფნები.

February 8, 2010

რამ გამოაСырა ანუ გამოაყველა ეს ხალხი?

ყველი — საკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება. გამოყენებული რძე შეიძლება იყოს ძროხის, ცხვირის, თხის, კამეჩის, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის. ყველი არის თეთრი ან ღია–მოყვითალო ფერის. შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები.
 ადამიანები ზოგჯერ ყველს ემსგავსებიან. ყველისა და ადამიანის სტრუქტურას თუ კარგად დავაკვირდებით თითქმის ერთი და იგივე რამეა. ყველი არ აზროვნებს, არც ზოგი ადამიანი აზროვნებს და ზოგჯერ იქცევა ყველივით. ჩემდა სამწუხაროდ ბევრი გამოყველებული ადამიანის მნახველი ვარ. ადამიანის გამოყველებაში ვგულისხმობ იმ საქციელს, როცა ადამიანი არ აზროვნებს და დაუფიქრებლად იქცევა. ახლა განვიხილოთ ადამიანი და ყველი სტრუქტურულად.

დალოცვილი გზა MTV -სკენ თუ გადაყრილი ფული? stephane & 3G

 მინდა პირველ რიგში ამ ოთხ ადამიანს მივულოცო ნორმალური კლიპი და სიმღერა. დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი ხარისხის კლიპი ჩვენს , ქართულ მუსიკალურ ისტორიას არ ახსოვს. სიმღერას ჰქვია somebody to love. მე მომეწონა. კმაყოფილი და გახარებული დავრჩი. ყოველთვის მიხარია ქართველების წარმატებები (და არა წარბმატებები).. კლიპი შეგიძლიათ აქ ნახოთ. დიდი გამოხმაურება მოყვა ამ კლიპის გამოსვლას. ზოგ ადამიანს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა, ზოგს მოეწონა და არ შემიჩნია, ეს ხომ ქართული კლიპია და შესაბამისად... ზოგსაც მაშინ მოეწონება, როცა MTV-ზე გავა და მოგვიანებით შეიყვარებენ, რა ეჩქარებათ.

February 6, 2010

პარკური



პარკური-ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).

January 29, 2010

ბუკინგემის სასახლე

  ბუკინგემის სასახლე არის ლონდონში, ინგლისში. ის აშენდა 1705 წელს. ეს სასახლე ცნობილი გახდა დედოფალი ელიზაბეტის წყალობით, რადგან ის ამ სასახლეში ცხოვრობს. ელიზაბეტი დედოფალი გახდა 1952 წელს. 
  ბუკინგემის სასახლე არის დიდი და ლამაზი შენობა. მის თავზე დროშა ფრიალებს. დროშა შენობის ყველაზე მაგალ წერტილშია განთავსებული. თუ დროშა ფრიალებს ესეიგი  დედოფალი სასახლეშია.

January 27, 2010

სასიამოვნოა - ჩემთვისაც










მიყვარს- როცა მეტროს ვაგონიდან ვინმე გამოდის
მომწონს- ბრედ პიტი
ვთამაშობ- მხოლოდ სცენაზე
ვმღერი- არამხოლოდ აბაზანაში
ვჩალიჩობ- ჩემი სახლის კარებთან, როცა ბნელა 

January 23, 2010

დისნეილენდი

  ყველა ბავშვის ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებაა დისნეილენდის ნახვა. ვიმედოვნებ ამ პოსტის ყველა მკითხველს აუხდება ეს ოცნება და შეძლებს ამ საოცარი ადგილის ნახვას, რადგან ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ნახვის რა გითხრათ ან გაგონების, მაგრამ ხელს შეგიწყობთ , რომ წაკითხული გქონდეთ მეტი ამ ადგილის შესახებ :)
  ერთ დღეს ადამიანმა სახელად ვოლტ დისნეიმ, წაიყვანა თავისი ქალიშვილები გასართობ პარკში. გასართობ პარკში მათ ნახეს ცხოველები , ითამაშეს მანქანებზე და სხვა სათამაშოებზე,მაგრამ პარკი არ იყო აღმაფრთოვანებელი. ის ასევე იყო ჭუჭყიანი.

January 7, 2010

ჯინსები





 გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ჯინსები? ვინ შექმნა ის ? რატომ ითვლება Levi's-ის ჯინსები საუკეთესოებად? 
 ლევი შტრაუსი იყო ახალგაზრდა იმიგრანტი გერმანიიდან, რომელიც ჩავიდა სან-ფრანცისკოში 1850 წელს. იმ დროისათვის კალიფორნია ჩართული იყო ოქროს ძებნის ციებცხელებაში. ათასობით ადამიანი ჩადიოდა კალიფორნიაში ოქროს საძებნელად.

ჯაზი

ამერიკელებს დიდი წვლილი მიუძღვით ხელოვნების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, მაგრამ ჯაზი მუსიკის ის მიმდინარეობაა, რომელიც შეიქმნა ამერიკაში. ჯაზის დამფუძნებლები არიან ზანგები. ბევრი ზანგი იძულებით მიჰყავდათ აფრიკიდან ამერიკაში მონებად. შავკანიანი მონები მღეროდნენ და ცეკვავდნენ თავიანთ სამშობლოში.

ჯაზი არის ბევრი სხვადასხვა მისუკის ნარევი. ის არის კომბინაცია დასავვლეთ აფრიკული და რელიგიური მუსიკის. ჯაზის მნიშვნელოვანი ნაწილია იმპროვიზაცია.