January 7, 2010

ჯინსები





 გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ჯინსები? ვინ შექმნა ის ? რატომ ითვლება Levi's-ის ჯინსები საუკეთესოებად? 
 ლევი შტრაუსი იყო ახალგაზრდა იმიგრანტი გერმანიიდან, რომელიც ჩავიდა სან-ფრანცისკოში 1850 წელს. იმ დროისათვის კალიფორნია ჩართული იყო ოქროს ძებნის ციებცხელებაში. ათასობით ადამიანი ჩადიოდა კალიფორნიაში ოქროს საძებნელად.
სტრაუსი კი ჩავიდა კანვასის მატერიის გასაყიდად .
 კანვასი არის სქელი, უხეში ქსოვილი, ამიტომ შტრაუსმა იფიქრა, რომ ამ ნაჭერს მაღაროელები გამოიყენებდნენ კარვებისთვის.
 ერთ დღესაც შტრაუსმა მოისმინა მაღაროელისგან, რომ ის ეძებდა გამძლე ტანსაცმელს ისეთი მძიმე სამუშაოსთვის, როგორზეც ის მუშაობდა. შტრაუსს იდეა დაებადა. მან აიღო ეს ნაჭერი და გადააკეთა ის შარვლებად. ეს ზუსტად ის შარვლები იყო, რომლებიც მაღაროელებს სჭრირდებოდათ. ერთ დგესაც შტრაუსმა ყველა შარვალი გაყიდა, რომელიც დამზადებული ჰქონდა. მას უნდოდა თავისი შარვლები გაეუმჯობესებინა და ქარხანაში ტექნოლოგიურად დაამუშავა. ფაბრიკას ერქვა Serge de Nimes მაღაროელებს მოეწონათ ქარხნული ნაწარმი და ეძახდნენ დენიმს (de Nimes) .ის კი ყიდდა უფრო და უფრო მეტ შარვალს.
 რათქმაუნდა დენიმს ფერი არ ჰქონდა. ამიტომაც შარვლები არ გამოიყურებოდა მიმზიდველად , ამასთანავე ადვილად ჭუჭყიანდებოდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად მან შეღება ისინი ლურჯად.
 შტაუსი აგრძელებდა თავისი ჯინსების გაუმჯობესებას. ახლა კი მისი კომპანია მთელს მსოფლიოშია ცნობილი. და ახლა უკვე ჯინსები გამოიყენება უკეთესად. ისინი არა მხოლოდ კომფორტულია არამედ მოდურია.

0 Comments: