January 27, 2010

სასიამოვნოა - ჩემთვისაც










მიყვარს- როცა მეტროს ვაგონიდან ვინმე გამოდის
მომწონს- ბრედ პიტი
ვთამაშობ- მხოლოდ სცენაზე
ვმღერი- არამხოლოდ აბაზანაში
ვჩალიჩობ- ჩემი სახლის კარებთან, როცა ბნელა 





მენატრება- ბავშვობა
მძულს- არაყი
ვტირი- დღეში სამჯერ, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ



მრცხვენია- მაშინ , როცა ვწითლდები
ვწითლდები- მაშინ, როცა მრცხვენია
მეზარება- ადგომა ვინმესთვის წყლის მოსატანად
მიხდება- ყველაფერი მოდური 
ვოცნებობ- ზოოპარკიდან დაჯანჯული ცხოველები გამოუშვან



მაინტერესებს- საინტერესო ადამიანები და ფაქტები

                           
მაკლია- 1 თმის ღერი
მაწუხებს- ამდენი ფერი
მაღიზიანებს- ბეწვეული და ოქრო
ვაპროტესტებ- საბჭოთა კავშირის დაშლას 



ვპასუხობ- დასმულ შეკითხვებს 
ვეხმარები- ყველას, ვინც დახმარებას მთხოვს
ვეფერები- ფისოებს და სხვა მოსაფერებელ არსებებს



ვწერ- კოლოქვიუმებს
ვდგავარ-  მეტროში კარებთან
მეშინია- 2013-ის და ულვაშიანი ტაქსის მძღოლების
ვიღებ- ავტობუსში ასვლისთანავე ბილეთს
არ ვიღებ- ავტობუსში ჯარიმებს 
ვნანობ- ყოველ უქმად დაკარგულ წამს
მინახავს- ბრედ პიტი
ვიტყუები- ოცა სხვა გზა არ მაქვს 
ვეყრდნობი- "ნუ მიეყრდნობის"
ვჭორაობ- მხოლოდ სერიალის გმირებზე
ვხუმრობ- როცა სერიალებზე ვსაუბრობ
მინდა- არ მქონდეს დაშვებული გრამატიკული შეცდომები




0 Comments: