January 23, 2010

დისნეილენდი

  ყველა ბავშვის ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებაა დისნეილენდის ნახვა. ვიმედოვნებ ამ პოსტის ყველა მკითხველს აუხდება ეს ოცნება და შეძლებს ამ საოცარი ადგილის ნახვას, რადგან ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ნახვის რა გითხრათ ან გაგონების, მაგრამ ხელს შეგიწყობთ , რომ წაკითხული გქონდეთ მეტი ამ ადგილის შესახებ :)
  ერთ დღეს ადამიანმა სახელად ვოლტ დისნეიმ, წაიყვანა თავისი ქალიშვილები გასართობ პარკში. გასართობ პარკში მათ ნახეს ცხოველები , ითამაშეს მანქანებზე და სხვა სათამაშოებზე,მაგრამ პარკი არ იყო აღმაფრთოვანებელი. ის ასევე იყო ჭუჭყიანი.
დისნეიმ მიიხედ-მოიხედა და თქვა:" მინდა წავიყვანო ჩემი შვილები უკეთეს ადგილზე. მე მინდა არსებობდეს ისეთი ადგილი სადაც  ოჯახები ერთად გაერთობიდან".
  ვოლტ დისნეი ცნობილი იყო თავისი ფილმებით. ის ასევე ცნობილი იყო მულტფილმებით. ახლა კი დისნეიმ დაიწყო ფიქრი ახალ პარკზე. მას უნდოდა გაეკეთებინა პარკი, რომელსაც ექნებოდა სხვადასხვა კუთხე თავისი სახელწოდებებით.   მას ასევე უნდოდა გაეცოცხლებინა თავისი იდეები საკუთარი ფილმებიდან და მულტფილმებიდან. მისი ყველაზე ცნობილი მულტფილმი იყო მიკი მაუსი. დისნეის უნდოდა, რომ მიკი მაუსს და მულტფილმის სხვა გმირებს ესეირნათ პარკში და გასაუბრებოდნენ სტუმრებს.
  დისნეის ოცნება რამდენიმე წლის შემდეგ რეალობად იქცა.ხალხს არ ესმოდა მისი იდეების. არავის უნოდა ფულის გადახდა. ასე რომ დისნეიმ მთელი თავისი დანაზოგი დახარჯა ამ პარკის აშენებაში. 1955 წლის 17 ივლისს დისნეილენდი გაიხსნა კალიფორნიაში. იდეამ გაამართლა. პირველ წელს 5 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა დისნეილენდს. ხალხი მიდიოდა დისნეილენდში მთელი მსოფლიოდან.
  დისნეის უნდოდა რომ დისნეილენდი ყოფილიყო საუკეთესო ადგილი გასართობად. ყოველ საღამოს მომსახურე პერსონალი რეცხავდა კიბეებს, სანამ არ დარწმუნდებოდნენ რომ კიბეები სუფთა იყო. ისინი ასევე დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ, მიწის სისუფთავეში, რომ კევაც კი არ იყო მიწაზე. ისინი აბრებს ყოველ საღამოს ხატავდნენ. მათ უნდოდათ რომ აბრები ყოფილიყო ახალივით.
  დისნეილენდს ჰქონდა ბევრი მცენარე და  ყვავილი დარგული, მაგრამ მას არ უნდოდა გაეკეთებინა აბრები, რომლებზეც იქნებოდა შენიშვნა: "ნარგავებზე არ გადაიაროთ!". ასე რომ ყოველ წელს 800 000 ნერგი იცვლებოდა ახლით.
  დისნეის უნდოდა რომ მომსახურე პერსონალი ყოფილიყო ბედნიერი და თან დაესუფთავებინათ დისნეილენდი. მან დაარსა სპეციალური სკოლა თავისი მუშებისთვის, რომელსაც დაარქვა "დისნეილენდის უნივერსიტეტი". მომსახურე პერსონალი სწავლობდა როგორ უნდა ყოფილიყვნენ გაღიმებულნი და თავაზიანები სტუმრებთან. მათ არ უნდა ეტარებინათ  სამკაული ან ფრჩხილის ლაქიც კი. მათ ჰქონდათ ასევე წესები, თუ როგორ უნდა ჩაეცვათ და თმის როგორი ვარცხნილობა გაეკეთებინათ.
  ვოლტ დისნეი ამის წყალობით გამდიდრდა. ის გახდა მილიონერი. დისნეი გარდაიცვალა 1966 წელს, მაგრამ მისი ოცნება დისნეილენდის შესახებ რეალობად იქცა. 1971 წელს დისნეილენდი გაიხსნა ფლორიდაშიც. დღესდღეისობით კი დისნეილენდი არის უკვე ტოკიოშიც და პარიზშიც.

0 Comments: