January 29, 2010

ბუკინგემის სასახლე

  ბუკინგემის სასახლე არის ლონდონში, ინგლისში. ის აშენდა 1705 წელს. ეს სასახლე ცნობილი გახდა დედოფალი ელიზაბეტის წყალობით, რადგან ის ამ სასახლეში ცხოვრობს. ელიზაბეტი დედოფალი გახდა 1952 წელს. 
  ბუკინგემის სასახლე არის დიდი და ლამაზი შენობა. მის თავზე დროშა ფრიალებს. დროშა შენობის ყველაზე მაგალ წერტილშია განთავსებული. თუ დროშა ფრიალებს ესეიგი  დედოფალი სასახლეშია.
ის და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ სასახლის მეორე სართულზე. დედოფალს სასახლეში აქვს ოფისიც, სადაც ის ხვდება პრეზიდენტებს, მეფეებს და სხვა პოლიტიკურ პირებს. ის ყოველთვის ეპატიჯება მნიშვნელოვან პირებს სასადილოდ სასახლეში.

 ბუკინგემის სასახლე არის პატარა ქალაქივით. მაქვს აქვს: პოლიციის შენობა, ჰოსპიტალი, 2 პოსტ-ოფისი, კინოთეატრი, საცურაო აუზი, 2 სპორტული კლუბი, ბაღი და ტბა. სასახლეს დაახლოებით 600 ოთახი აქვს,სადაც   მუშაობს  400-მდე ადამიანი. ამათგან 2 ადამიანს აქვს უჩვეულო სამუშაო. ისინი უვლიან საათებს.ბუკინგემის სასახლეში 300 საათია.
 დედოფალი ელიზაბეტი დღეს იწყებს დილის 7 საათზე. ამ დროს შვიდი ადამიანი ზრუნავს მასზე. 1 ადამიანი ამზადებს მისთვის აბაზანას, ზოგი უმზადებს მას ტანსაცმელს, დანარჩენები კი უვლიან მის ძაღლებს. დედოფალს უყვარს ძაღლები. დღესდღეისობით მას ჰყავს 8 ძაღლი. მომსახურე პერსონალს ყოველდღე მოაქვს ძაღლებისთვის ახალ ახალი საკვები, რომელსაც ისინი ვერცხლის თასებიდან მიირთმევენ.
 ყოველ დილით 8:30 წუთზე დედოფალი სადილობს თავის მეუღლესთან , პრინც ფილიპთან ერთად. ისნი სვამენ განსაკუთრებულ ყავას ცხელი რძით. სადილის განმავლობაში მუსიკოსები უკრავენ შოტლანდიურ მუსიკას. დღის დარჩენილ მონაკვეთში დედოფალი მუშაობს თავის ოფისში. ლანჩის შემდეგ კი ის ეწვევა ჰოსპიტალებს, სკოლებს და ახალ შენობებს.
 საინტერესო პროცესია ისადილო ბუკინგემის სასახლეში. ამისათვის უნდა დაიცვა რამოდენიმე წესი.


 სადილს პირველად იწყებს დედოფალი, ამის შემდეგ სხვებსაც შეუძლიათ დაიწყონ სადილი. როცა დედოფალი ამთავრებს სადილს, ყველა რჩება . სუფრასთან მჯდომ ადამიანს  არ შეუძლია დატოვოს სუფრა სადილის განმავლობაში. ამ დროს  დედოფალიარასოდეს პასუხობს ტელეფონზე, არც სასწრაფო ზარებზე.
 ხალხს შეუძლია ესტუმრონ სასახლეს აგვისტოსა და სექტემბერში. იქ არის ბევრი საოცარ რამ სანახავი, როგორებიცაა ნახატები და ქანდაკებები.

არ დაგავიწყდეთ, რომ დედოფალი ელიზაბეტი ერთ-ერტი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. 

0 Comments: