February 8, 2010

რამ გამოაСырა ანუ გამოაყველა ეს ხალხი?

ყველი — საკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება. გამოყენებული რძე შეიძლება იყოს ძროხის, ცხვირის, თხის, კამეჩის, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის. ყველი არის თეთრი ან ღია–მოყვითალო ფერის. შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები.
 ადამიანები ზოგჯერ ყველს ემსგავსებიან. ყველისა და ადამიანის სტრუქტურას თუ კარგად დავაკვირდებით თითქმის ერთი და იგივე რამეა. ყველი არ აზროვნებს, არც ზოგი ადამიანი აზროვნებს და ზოგჯერ იქცევა ყველივით. ჩემდა სამწუხაროდ ბევრი გამოყველებული ადამიანის მნახველი ვარ. ადამიანის გამოყველებაში ვგულისხმობ იმ საქციელს, როცა ადამიანი არ აზროვნებს და დაუფიქრებლად იქცევა. ახლა განვიხილოთ ადამიანი და ყველი სტრუქტურულად.
ყველი კეთდება აჭრილი რძისგან, ადამიანი კი აჭრილი ადამინიანებისგან. აჭრილი ადამიანი შეიძლება იყოს ზროხასავით სქელი, ცხვარივით ჩუმი, თხასავით გიჟი, კამეჩივით კამეჩი და ა.შ.  ყველს როგორი რძითაც გავაკეთებთ ისეთი გამოვა ყველიც. ადამიანი როგორი ადამიანისგანაც კეთდება მისნაირი გამოდის. ამას ჩვენებურად გენი ეწოდება.
ყველს შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები და მასში თაგვი შეძვრეს. ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები და მასში ეშმაკი შეუსახლდეს. თუმცა როცა ადამიანის გამოყველებაზე ვსაუბრობთ საჭიროა მოვიყვანოთ მაგალითები, რის გამოც  ვუწოდებთ მას გამოყველებულს. კიდევ ერთხელ ვწუხვარ , რომ ბევრი ასეთი მაგალითოს მომსწრე ვყოფილვარ. ახლა კი დროა დავიწყო.

       გამოყველებული ადამიანების გამოყველებული საქციელები:

  1. გოგონა, დელისის მეტროს პაძემკაში, სადაც აფთიაქია, საქართველოს ბანკი და მეტროს ჯეტონის საყიდელი სალარო მიდის მათხოვართან და ეკითხება 10-იანის ხურდა ხომ არ აქვს.
  2. ავტობუსიდან ჩამოსული ადამიანი, რომელსაც ღვთის მადლით ბილეთი აქვს ჩაუვლის ნაგვის ურნას და ბილეთს ნაგვის ურნიდან მოშორებით აგდებს.
  3. სოფლიდან ახალი ჩამოსული ყმაწვილი, რომელმაც გული იჯერა მეტროთი მგზავრობით, ძმაკაცს სთხოვს , რომ დანიშნულების ადგილზე ფეხით ავიდნენ, მეტრო ხომ ნახეს უკვე.
  4. გოგოს უნახავი ხნიერი კაცი მარშუტკაში გვერდით უჯდება ახალგაზრდა, ლამაზ გოგოს, რომ ადგომისას ფეხზე შემთხვევით შეეხოს და ამით წამიერი სიამოვნება მიიღოს. ან უბრალოდ მისი სუნამოს სუნი იგრძნოს, თვალები დახუჭოს და წარმოიდგინოს , რომ ისევ ახალგაზრდაა.
  5. ახალგაზრდა ბიჭი ვირტუალურად გაცნობილ გოგონას პაემანს სამებაში უნიშნავს.
  6. ფიზიკურად ჯანმრთელი გოგონა ახალ მეზობელს ეკითხება: უი ინვალიდი ხარ? ინვალიდი მეზობელი კითხვაზე კითხვით პასუხობს: უი შენც?
  7. ახალგარზდა ბიჭი მარშუტკაში ამოსულ ქალს არ დასვამს "ჯინაზე" იმიტომ, რომ ამოსვლისთანავე მას შეხედა იმ მიზნით, რომ ადგილი დაეთმო.
  8. ბიჭი, რომელსაც უბნელი გოგონა შეუყვარდა ვერ ბედავს მის გაცნობას და მასზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად უმეგობრდება უბნელ მესემიჩკეს, რომ მისგან ბევრი რამ გაიგოს ამ გოგოზე და მის ოჯახზე. 
  9. გოგონა შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება : ქალბატონო ეს მაისური ძაან უხარისხოა? სავარაუდოდ გამყიდველი ასე პასუხობს : არა ძალიან არა, ზომიერად უხარისხოა. 

 9 სიმბოლური რიცხვია, 9 თვალა მზე, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მთა, ცხრა ამბავი გამოყველებული ადამიანების შესახებ. ამიტომ 9-ზე შევჩერდები. ვიმედოვნებ აღარ მექნება ამ თემაზე დასაწერი, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ კიდევ მომიწევს ამ თემაზე წერა. 

4 Comments:

FISH said...

ha..ha.. Zaan magari postia.. arasdros mifiqria tu SeiZleboda adaminis da yvelis Sedareba..


ubneli mesemiCke kai iyo..

ჰუმანისტი said...

დიდი მადლობა. მიხარია თუ მოგეწონა :)
კი ადამიანის და ყველის შედარება შეიძლება, ეს იდეა მაშინ მომივიდა თავში, როცა ყველს ვჭამდი და გამოყველებული ადამიანის გამოყველებულ საქციელზე ვფიქრობდი :)))

Kate said...

ჰაჰაჰააააააააააააა...
მაგარი იყო :D :D :D

ჰუმანისტი said...

გმადლობ :)