February 16, 2010

ბიბლიოთეკა

 სამკითხველო- ასე ჰქვია იმ ოთახს, რომელმაც დღეს ჩემზე დიდი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს პატარა საყვარელი და ლამაზი ოთახი ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებულ ბიბლიოთეკის შენობაშია მოთავსებული. სანამ ამ ოთახში მოხვდებით მოგიწევთ გაიაროთ გრძელი ვიწრო და ჩაბნელებული დერეფნები.


 შეიძლება ცოტა შეგეშინდეთ კიდეც, მაგრამ ყველაფერზე წასვლა ღირს აქ გასასვლელად. ახლა სამკითხველოში ვზივარ . მალე ...ის გამოცდა დაიწყება და ვკითხულობ. ოთახში მარტო ვარ. არაჩვეულებრივი გარემოა. იმ ქალმა პლიტა ჩამირთო და იქით ოთახში გავიდა. ეს ოთახი არაჩვეულებრივად გამოიყურება. ძალიან მომწონს.. როგორც კი კარს შემოაღებთ, რომელსაც წარწერა აქვს შესვენება 13დან 14 საათამდე  სიძველის სუნს შეიგრძნობთ. სიძველის სასიამოვნო სუნს. ოთახი ნათელი და მყუდროა. ოთახში 13 საწერი მაგიდა და 24 სკამია (დავითვალე სიზუსტისათვის). აქ ყველა ნივთი ძველია. ოთახში ყველა ნივთს უნივერსიტეტის შტამპი ადევს, ყველა ნივთი დანომრილია. კედელზე ძველი მომწვანო ფერის შპალიერი ჩამოხევას იწყებს, თითქოს აღარ უდა ამ კედელთან ყოფნა და სხვაგან ყოფნას ლამობს. აქ ასევე 4 ჩვეულებრივი და კიდევ ერთი შუშებიანი კარადაა. ყველაფერი ძველია. ძველია და ჭუჭყისაგან გაშავებულია პარკეტიც, მაგრამ სუფთაა, მოგვილი და მოწმენდილი. ჩემს მოპირდაპირე კედელზე სურათი ჰკიდია. (ეს ის ფოტო არაა, ვეძებე და ვერსად ვპოვე)

 არ ვიცი ეს ვისი ნაწარმოებია, მაგრამ ამ ოთახს ძალიან უხდება, სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებს. ნახატზე ულამაზესი ფერებია. ცა, ღრუბლები, ცამდე წვდენილი ტოტებით მაღალი ხეები და გზა. ამ გზაზე კი მიდის ბიჭუნა, რომელსაც წინ თავისი ჩრდილი ეფარება. მომწონს ეს სურათი, ნეტავი ვიცოდე ვისი ნამუშევარია. ხო მართლა ფარდები.

 ფარდები ყვითელი, მოკლე და ზოლიანია. სულ ორი  ფარდაა. ორივე ფარდა ნახევრდა ფარავს ფანჯარას. ფანჯრიდან სინათლე შემოდის. ფანჯრის იმ ნაწილიდან, რომელსაც ფარდა ეფარება ყვითელი შუქი შემოდის. ასეთი განათება უფრო მიქმნის სიმყუდროვის შეგრძნეას.
 აი, დროც გასულა. ახლა კი წავედი გამოცდაზე. ამ ოთახს კი სხვა დროს ვინახულებ.

0 Comments: