February 8, 2010

დალოცვილი გზა MTV -სკენ თუ გადაყრილი ფული? stephane & 3G

 მინდა პირველ რიგში ამ ოთხ ადამიანს მივულოცო ნორმალური კლიპი და სიმღერა. დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი ხარისხის კლიპი ჩვენს , ქართულ მუსიკალურ ისტორიას არ ახსოვს. სიმღერას ჰქვია somebody to love. მე მომეწონა. კმაყოფილი და გახარებული დავრჩი. ყოველთვის მიხარია ქართველების წარმატებები (და არა წარბმატებები).. კლიპი შეგიძლიათ აქ ნახოთ. დიდი გამოხმაურება მოყვა ამ კლიპის გამოსვლას. ზოგ ადამიანს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა, ზოგს მოეწონა და არ შემიჩნია, ეს ხომ ქართული კლიპია და შესაბამისად... ზოგსაც მაშინ მოეწონება, როცა MTV-ზე გავა და მოგვიანებით შეიყვარებენ, რა ეჩქარებათ.
 კლიპი მართლა კარგი გამოვიდა, მემგონი სტანდარტებს აკმაყოფილებს. კლიპში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეკვას, პლასტიკას. ამ კლიპში მაგ საკითხში ყველაფერი რიგზეა. მე კმაყოფილი ვარ მაგ მხრივ. რაც შეეხება თვითონ ამ პროექტს მომწონსსავით.

        აი ჩემი  6 მიზეზი რატომაც მომწონს ეს ხალხი:

  1. არიან გემოვნებიანები ანუ ყოველთვის იციან როდის რა ჩაიცვან და რა იმღერონ. მემგონი მნიშვნელოვანია გემოვნება,როცა MTV-ზე გაქვს ადამიანს პრეტენზია.
  2. კარგად მღერიან. მადლობა ღმერთს სმენის პრობლემა არ აქვთ.
  3. პლასტიკა კარგი აქვთ. ამ ადამიანების კლიპებში ყოველთვის იქნება ბევრი მოძრაობა. 
  4. ფიზიკურადაც კარგები არიან. ფიზიკური მხარე ერ- ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. ზოგჯერ (სამწუხაროდ) ვოკალურ მონაცემებზე უფრო მნიშვნელოვანი. 
  5. არ არიან მსუქნები. არ მომწონს როცა ადამიანი სცენაზე დგას და ტანი არ უწყობს ხელს. კარგია , რომ ეს პრობლემა არ აქვთ და ამაში არ არიან სუფთა ქართველები ... 
  6. სტილი. კარგი სტილი აქვთ. სტეფანე ფიზიკურად არ მომწონს, მაგრამ სტილი აქვს ისეთი , რომ ცუდს ვეღარ ვამბობ :)
    ახლა კი 5 მიზეზი რატომაც არ მომწონს ეს პროექტი:


  1. სტეფანეს ნაცვლად ვინმე სხვა, რომ იყოს კარგი იქნებოდა.
  2. მათ ახალ კლიპს რაღაც აკლია. კარგია, მაგრამ როგორც ასაკიანები იტყვიან "პეწი" აკლია :)
  3. ეს ფოტო არ მომწონს. ასეთი დონის ფოტოებით შორს ვერ წავლენ. :)

        
    4. მათი უმეტესობა სიმღერები არ მომწონს. სტეფანეს გავლენა იგრძონა :)
    5. მეხუთეს ვერ ვიხსენებ :|          

 ყოველთვის მიხარია ყველა ქართველის წარმატება, ამათი წარმატებაც გამიხარდება. ვფიქრობ თუ ეს ადამიანები MTV-ზე მოხვდებიან თანდათან უფრო დაიხვეწებიან და ჩვენც გაგვიხარდება, ვიამაყებთ. კიდევ მოხარული დავრჩები თუ ქეთაც დაემატება და 4G  გახდებიან. რაც მთავარია არ არიან დაბალი დონის მომღერლები, მიუხედავად იმისა, რომ პოპს მღერიან და ზოგჯერ მათ ვუსმენ მიუხედავად იმისა,  რომ პოპი არაა ჩემი სტილი. რაღაც ძალიან ვაქებ დღეს ამ ადამიანებს. მოდით ყველამ შევაქოთ და სტიმული მივცეთ, რომ უფრო და უფრო მეტი გაგვიკეთონ. ისინი, ხომ ჩვენზე არიან დამოკიდებულნი. თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ახლა თქვენ გისმენთ. რას იტყვით ახალ კლიპზე და თვითონ პროექტზე?

0 Comments: