February 19, 2010

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი არის ავტორი წიგნისა "ჰარი პოტერი". მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯოან კატლინი. ის დაიბადა 1965 წელს, პატარა ქალაქში, ბრისტოლთან ახლოს, ინგლისში. ის ცხოვრობდა თავის შობლებთან და დასთან ერთად. მისი ოჯახი არ იყო მდიდარი. ის არ დადიოდა კერძო სკოლაში. ის იყო რიგითი მოსწავლე. ჯოანს უყვარდა წიგნების კითხვა და მოთხრობების წერა. მან ჩააბარა ექსიტერის უნივერსიტეტში და დაამთავრა 1987 წელს. ის მუშაობდა სხვადასხვა ოფისებში. თავისუფალ დროს  წერდა უფრო და უფრო მეტ მოთხრობებს.

 1990 წელს ჯოანს გარდაეცვალა დედა. ამის გამო ის მოწყენილი იყო, მას უნდოდა ინგლისიდან წასვლა. ჯოანმა გაზეთში ნახა სამუშაო ინგლისურის მასწავლებლად. სამუშაო იყო პოსტუგალიაში. ის გავიდა გასაუბრებაზე და მან მიიღო ეს სამუშაო. პორტუგალიაში ის დაქორწინდა  პორტუიგალიელ მამაკაცზე. ერთი წლის შემდეგ მას ქალიშვილი ეყოლა, მაგრამ ის არ ყოფილა ბედნიერი ქორწინებაში. მან დატოვა პორტუგალია თავის შვილთან ერთად და წავიდა ედინბურგში,  თავის დასთან ახლოს.
 ცხოვრება რთლი აღმოჩნდა ჯოანისთვის. ის თავის ქალიშვილს მარტო უვლიდა. ჯოანი მარტო ცხოვრობდა, მას არავინ ეხმარებოდა.  ჯოანს არ ჰქონდა სამუშაო და არც ფული. ის ცხოვრობდა პატარა სახლში და ის მაინც განაგრძობდა მოთხრობების წერას. ჯოანს  იდეა პირველად ჰარი პოტერის შესახებ დაებადა მრავალი წლის უკან, მატარებელში. ჯოანი წავიდა კაფეში დასაწერად. ის იჯდა იქ დიდი ხნით. ის სვამდა ყავაას და წერდა. მის ქალიშვილს კი ეძინა მის გვერდით.

 5 წლის შემდეგ ჯოანმა დაამთავრა ჰარი პოტერის წიგნის პირველი ნაწილი. მან ეს გაუგზავნა ბევრ გამომცემლობას. ყველა უარს აცხადებდა ამ წიგნის გამოქვეყნებაზე. საბოლოოდ ერთ-ერთ გამომცემლობას ის მოეწონა და მას გამომხემელმა უთხრა: "ეს ბავშვების წიგნია, ამას მოზარდები არ წაიკითხავენ, შენ ამით ბევრ ფულს იშოვნი". 1997 წელს "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. ჯოანი გახარებული იყო. მისი ოცნება, რომ ეს წიგნი გამოექვეყნებინა რეალობად იქცა. წიგნი გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში.
 ახლა ჰარი პოტერი ნათარგმნია 42 ენაზე. გამომცემლობა შეცდა ერთ რამეში : ყველას უყვარს ჰარი პოტერი-ბავშვებსაც და მოზარდებსაც. 1999 წელს 100 მილიონი წიგნი გაიყიდა. შემდეგ გადაიღეს ფილმი პარი პოტერზე.

 ჯოანი კი წერდა ჰარი პოტერის ახალ წიგნებს და გამოდიოდა ფილმები. ჰარი პოტერი ყველას მოსწონს.
 და რას აკეთებს ახლა ჯოანი? ის მუშაობს ახალ წიგნზე...

0 Comments: