February 19, 2010

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი არის ავტორი წიგნისა "ჰარი პოტერი". მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯოან კატლინი. ის დაიბადა 1965 წელს, პატარა ქალაქში, ბრისტოლთან ახლოს, ინგლისში. ის ცხოვრობდა თავის შობლებთან და დასთან ერთად. მისი ოჯახი არ იყო მდიდარი. ის არ დადიოდა კერძო სკოლაში. ის იყო რიგითი მოსწავლე. ჯოანს უყვარდა წიგნების კითხვა და მოთხრობების წერა. მან ჩააბარა ექსიტერის უნივერსიტეტში და დაამთავრა 1987 წელს. ის მუშაობდა სხვადასხვა ოფისებში. თავისუფალ დროს  წერდა უფრო და უფრო მეტ მოთხრობებს.

February 16, 2010

ბიბლიოთეკა

 სამკითხველო- ასე ჰქვია იმ ოთახს, რომელმაც დღეს ჩემზე დიდი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს პატარა საყვარელი და ლამაზი ოთახი ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებულ ბიბლიოთეკის შენობაშია მოთავსებული. სანამ ამ ოთახში მოხვდებით მოგიწევთ გაიაროთ გრძელი ვიწრო და ჩაბნელებული დერეფნები.

February 8, 2010

რამ გამოაСырა ანუ გამოაყველა ეს ხალხი?

ყველი — საკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება. გამოყენებული რძე შეიძლება იყოს ძროხის, ცხვირის, თხის, კამეჩის, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის. ყველი არის თეთრი ან ღია–მოყვითალო ფერის. შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები.
 ადამიანები ზოგჯერ ყველს ემსგავსებიან. ყველისა და ადამიანის სტრუქტურას თუ კარგად დავაკვირდებით თითქმის ერთი და იგივე რამეა. ყველი არ აზროვნებს, არც ზოგი ადამიანი აზროვნებს და ზოგჯერ იქცევა ყველივით. ჩემდა სამწუხაროდ ბევრი გამოყველებული ადამიანის მნახველი ვარ. ადამიანის გამოყველებაში ვგულისხმობ იმ საქციელს, როცა ადამიანი არ აზროვნებს და დაუფიქრებლად იქცევა. ახლა განვიხილოთ ადამიანი და ყველი სტრუქტურულად.

დალოცვილი გზა MTV -სკენ თუ გადაყრილი ფული? stephane & 3G

 მინდა პირველ რიგში ამ ოთხ ადამიანს მივულოცო ნორმალური კლიპი და სიმღერა. დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი ხარისხის კლიპი ჩვენს , ქართულ მუსიკალურ ისტორიას არ ახსოვს. სიმღერას ჰქვია somebody to love. მე მომეწონა. კმაყოფილი და გახარებული დავრჩი. ყოველთვის მიხარია ქართველების წარმატებები (და არა წარბმატებები).. კლიპი შეგიძლიათ აქ ნახოთ. დიდი გამოხმაურება მოყვა ამ კლიპის გამოსვლას. ზოგ ადამიანს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა, ზოგს მოეწონა და არ შემიჩნია, ეს ხომ ქართული კლიპია და შესაბამისად... ზოგსაც მაშინ მოეწონება, როცა MTV-ზე გავა და მოგვიანებით შეიყვარებენ, რა ეჩქარებათ.

February 6, 2010

პარკური



პარკური-ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).